საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობისა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდიები


     
    2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარის, ადვოკატ, სამართლის დოქტორ ირაკლი ყანდაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის დაწესდა ორი სტიპენდია:
     
    •  ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდია სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის;
        
    •  აკად. ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია საერთაშორისო სამართლის პროგრამის სტუდენტებისათვის.


     
    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის აქტიური სტატუსის მქონე, მე-3 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულა (GPA) მინიმუმ 3.5-ს შეადგენს.

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 18 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე (law@tsu.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

    ●  ბიოგრაფიული რეზიუმე (CV);
    ●  სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
    ●  ნიშნების ფურცელი;
    ●  პირადობის მოწმობის ასლი.

     

    კორესპონდენციის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ შესაბამისი სტიპენდიის სახელწოდება.

     

    მოგახსენებთ, სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს ორ ეტაპად. აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის შეფასების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება და აირჩევა სტუდენტი, რომელსაც ერთი სასწავლო წლის ვადით დაენიშნება სტიპენდია.

    გისურვებთ წარმატებას!
     

    თარიღი: 19/10/2021